- რეფერენცია
- მოდის ინგლისურენოვანი გამოთქმიდან „to referto“, რაც „შესაბამისობაში ყოფნას“, „შესტყვისობას“, „შეთანადებას“ გულისხმობს. რეფერენცია გულისხმობს ენობრივი გამოსახულების შესატყვისობას შესაბამის ობიექტთან. ამ ტერმინის შემოტანა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც გააცნობიერეს, რომ აღმნიშვნელის ცნება ვერ ფარავს ენობრივი საშუალებების ობიექტებთან შესაბამისობის ყველა შემთხვევას. კერძოდ, აღმნიშვნელი ფრაზის ძირითადი ფუნქცია მნიშვნელობის მატერიალური გამოსახვაა, ხოლო რეფერენცია არკვევს იმას, მოდის თუ არა ეს ფრაზა ან მნიშვნელობა შესაბამისობაში, გნებავთ ვუწოდოთ, შეხებაში იმ ობიექტთან რომელზედაც ის არის გამიზნული.Source: ბიჭაშვილი მამუკა. პოლიტიკური თეორია და ანალიზის პრაქტიკა: ინტენსიური სემინარი სოც. მეცნ. მაგისტრატურისათვის / მამუკა ბიჭაშვილი; [მთ. რედ.: მარინე ჩიტაშვილი, ენობრ. რედ.: ლია კაჭარავა] - თბ.: სოციალურ მეცნიერებათა ცენტრი, 2006
Georgian encyclopedia. 2013.